LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არჩევნები არ გაყალბებულა, უფრო ზუსტად ისევე გაყალბდა, როგორც სულ ყალბდებოდა… ახლა რამდენიმე მიტინგზე გამოგიყვანენ, წინ და უკან გატარებენ და დაგშლიან, ესაა თამაშის შინაარსი… ბოლოს ყველანი შევლენ „რუსულ” პარლამენტში“ – იაგო ხვიჩია

287
იაგო ხვიჩია

„არჩევნები არ გაყალბებულა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ისევე გაყალბდა, როგორც სულ ყალბდებოდა, თქვენს გონებას შეუქმნეს მატრიცა, რითაც თქვენი არჩევანი გააყალბეს. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენით შემოგახაზინეს“ – ამის შესახებ გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

ხვიჩია არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა:

სალომე ზურაბიშვილი: „გვინდა ყველა მოგიწვიოთ ხვალ, საღამოს 7 საათზე რუსთაველზე – ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს“

„არჩევნები არ გაყალბებულა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ისევე გაყალბდა, როგორც სულ ყალბდებოდა, თქვენს გონებას შეუქმნეს მატრიცა, რითაც თქვენი არჩევანი გააყალბეს.
მარტივად რომ ვთქვათ, თქვენით შემოგახაზინეს ***ობა. ახლა რამდენიმე მიტინგზე გამოგიყვანენ, წინ და უკან გატარებენ და დაგშლიან.

ბოლოს ყველანი რა თქმა უნდა შევლენ „რუსულ” პარლამენტში და იქიდან დაუწყებენ პუტინს ბრძოლას. ამაში დაიხარჯება 4 წელი. ესაა თამაშის შინაარსი. ამ თამაშმა წელსაც იმუშავა და ახლა ხდება მისი კულმინაცია, გაბრაზებული ხალხის სიბრაზის ქუჩაში მიმობნევა და წაგებაზე შეგუების პერიოდის ამაზე გადატარება.

ჩვენ არ ვიყავით და არც მომავალში ვიქნებით ამის ნაწილი. ჩვენ დიდი ხანია გვღვიძავს.
დიდი მადლობა 62 334 ადამიანს, ვისაც თურმე ასევე ღვიძავთ.
არ ვიცი რატომ თქვენ, მაგრამ მხოლოდ თქვენ გააკეთეთ სწორი არჩევანი, დანარჩენები მატრიცის თრიფით მოძრაობდნენ, ბოტებივით. ვუსურვოთ მათ მალე გამოღვიძება, ჩვენც დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია. მანამდე კი ერთმანეთი ვიპოვოთ“ – წერს ხვიჩია სოციალურ ქსელში.

არჩევნები არ გაყალბებულა, უფრო ზუსტად რო ვთქვათ ისევე გაყალბდა, როგორც სულ ყალბდებოდა, თქვენს გონებას შეუქმნეს მატრიცა,…

Posted by Iago Khvichia on ორშაბათი, 28 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები