LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ღვინისა და სპირტიანი სასმელების რიგით მესამე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

112
კონკურსი

27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, თბილისში, საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და გურჯაანის ღვინის ფესტივალთან თანამშრომლობით, ღვინისა და სპირტიანი სასმელების რიგით მესამე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება (International Wines and Spirits Competition – IWSC).

მეღვინეებს წელს მნიშვნელოვანი სიახლე ელით – კონკურსზე, ღვინის პროდუქციის გარდა, ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების წარდგენა იქნება შესაძლებელი.

კონკურსს ამჯერადაც შთამბეჭდავი საერთაშორისო ჟიური ეყოლება, რომელსაც ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. ჟიურის შემადგენლობაში კი იქნებიან: ღვინის კონსულტანტი სანი ჰოჯი, ღვინის ბაიერები, სალვატორე კასტანო, ჰერი ქრაუთერი, ვილ ჰილი და რეიჩელ პოგმორი, ღვინის მწერალი დეივიდ კერმოდი, უფროსი სომელიეები ერიკ ცვიბელი და გეორგიოს იორდანიდისი.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია, რომელიც 1 ნოემბრამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g