ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93%-ით გამარჯვება მოიპოვა. მსხვილი ოპოზიციური პარტიები აღნიშნულ შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობს. გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე კი ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებულ ვითარებას არაერთი მოქალაქე ეხმაურება საკუთარ ფეისბუკგვერდზე პოსტის სახით, მათ შორისაა მომღერალი ირმა სოხაძე:
„კითხვა მაქვს: საერთოდ, როგორ ვაპირებთ ამ უკიდურესი დაპირისპირების, კატეგორიული ურთიერთმიუღებლობის და არნახული ზიზღის პირობებში ცხოვრებას? სად არის გამოსავალი? ვინ არის პასუხისმგებელი?
მე მართლა აღარ ვიცი…“, – წერს ირმა სოხაძე.