LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელებმა ჩემოდანი კოსმოსიდან გადმოაგდეს, რათა მისი გამძლეობა შეემოწმებინათ

113
ProxisinSpacePOV_StaticImage_16x

ბრიტანულმა კომპანია Sent Into Space-მა ჩემოდანი Samsonite-ს გამძლეობა უცნაური მეთოდით შეამოწმა – ადგა და ჩემოდანი კოსმოსიდან გადმოაგდო. ამის შესახებ Travel and leisure წერს.

ბრიტანელებმა ჩემოდანი სტრატოსფეროში, 40 ათასი მეტრის სიმაღლეზე აიტანეს და იქიდან გადმოაგდეს. ჩემოდანმა კოსმოსის ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურას გაუძლო და დაცემისას ბორბლებზე დადგა, თან არანაირი დაზიანება არ მიუღია.

სიახლე, რომლის წონაც ორ კილოგრამამდეა, ამერიკულმა ბრენდმა სატესტოდ შეუკვეთა. Send into Space-ის სპეციალისტები ნივთების კოსმოსიდან გადმოყრით და მათი გამძლეობის ასე შემოწმებით არიან ცნობილი. ტრადიციას მათ არც ამჯერად უღალატეს, ჩემოდანი კამერით აღჭურვეს, დაუმონტაჟეს სიმაღლის კონტროლის გადამცემი და ფრენის მონიტორინგის სისტემა.

ფრენის დროს გამოიყენეს პარაშუტის სისტემა, რომელმაც რბილად დაშვებას შეუწყო ხელი. მიწაზე დაბრუნების შემდეგ ექსპერიმენტის ავტორებმა დაადასტურეს, რომ ჩემოდანი და მისი საბურავები უვნებლად გადარჩა, ასე სიახლე განსაკუთრებით დააინტერესებთ იმ მოგზაურებს, ვინც ექსტრემალურ მოგზაურობას, მათ შორის კოსმოსის დაპყრობას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები