LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen გერმანიაში ქარხნებს ხურავს

118
Volkswagen გერმანიაში ქარხნებს ხურავს

Volkswagen გერმანიაში ქარხნებს ხურავს, ამცირებს თანამშრომლებს, დარჩენილებს კი ხელფასებს აკლებს. დახურვა მინიმუმ 3 საწარმოს ემუქრება და მწარმოებელმა თავისი გეგმების შესახებ ხმამაღლა განაცხადა. საპასუხოდ პროფკავშირებისგან ულტიმატუმი მიიღო, რომ თუკი ამ გეგმებს რამდენიმე დღეში არ გააუქმებს, გაფიცვები დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ გერმანულ კომპანიას 87 წლიანი არსებობის ისტორიაში გერმანიაში ქარხანა არასდროს დაუხურავს, თუმცა ამჯერად საუბარი მინიმუმ სამი კონვეიერის გაჩერებაზეა, მაქსიმუმ კი ათზე. საქსონიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მთავარი პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შენარჩუნება იქნება. ოქტომბრის დასაწყისიდან Volkswagen ყოველ კვირა ატარებს შეხვედრებს პროფკავშირებთან, ხარჯების შემცირებას და წარმოების ოპტიმიზაციის გზებს განიხილავს. თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი უშედეგოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები