LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეფო კარის თამაშების“ მიხედვით ფილმს გადაიღებენ

133
page

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ მიხედვით ფილმს გადაიღებენ. კომპანია Warner Bros. ჯორჯ რ.რ. მარტინის წიგნის ადაპტაციაზე მუშაობს.

წყაროს ცნობით, ფილმი განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაშია. შესაბამისად, რეჟისორის, მსახიობებისა და სცენარის ავტორები შერჩეულები არ არიან.

შეგახსენებთ, „სამეფო კარის თამაშები“ HBO-სთვის დევიდ ბენიოფისა და დ.ბ. ვაისის მიერ შეიქმნა. სერიალი ჯორჯ მარტინის საგას „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ ეყრდნობა. 2022-ს წელს HBO-ზე შოუს პირველი სპინოფი „დრაკონის სახლის“ პირველი სეზონი გავიდა. 2025 წელს კი მაყურებელი კიდევ ერთ სპინოფს, „შვიდი სამეფოს რაინდს“ იხილავს.

„სამეფო კარის თამაშების“ მორიგი „სპინოფის“ გადაღებები უკვე დაიწყო – ცნობილია სამსახიობო შემადგენლობა

„სამეფო კარის თამაშების“ რკინის ტახტი 1,5 მილიონ დოლარად გაიყიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები