LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმების 98% დათვლილია: მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ ლიდერობს

137
მაია სანდუ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, პროევროპელი მაია სანდუ იმარჯვებს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ მან ხმების 54, 91% მიიღო, მისმა მეტოქემ, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლუმ, რომელსაც პრორუსული „მოლდოვის სოციალისტური პარტია“ უჭერს მხარს, 45,09%.

„მოლდოვა, შენ დღეს გამარჯვებული ხართ. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობის, დემოკრატიისა და ღირსეული მომავლის მიმართ ერთგულების ძალა

გმადლობთ, ძვირფასო მოლდოველებო, შინ და საზღვარგარეთ. იარეთ სიამაყით – თქვენ ხართ თავისუფლება, იმედი და გამძლეობა. მე ვამაყობ, რომ გემსახურებით ყველას“, – განაცხადა მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების კომენტირებისას.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვაში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ 54 პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც პირველ ტურზე მეტია. აღინიშნა, რომ კენჭისყრა გრძელდება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე, ასევე ზოგიერთ პუნქტში თავად მოლდოვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g