LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ბექაური: „დედაჩემი მაგარი ვაჟკაცი ქალია, მებრძოლი ხასიათი დედასგან მაქვს, მიხარია, რომ ასეთი დედა მყავს – ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მამას აქვს“

228
ლაშა ბექაური მშობლებთან ერთად

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ნოესთან“ სტუმრობდა, სადაც მისი ცხოვრების წარმატებულ ნაბიჯებსა და გარდამტეხ პერიოდებზე ისაუბრა.

ამასთან, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა იმ ადამიანებზეც ისაუბრა, რომელმაც მის წარმატებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი როლი შეასრულეს.

ვიდეო: „ბებიაჩემი უმაგრესი ადამიანია. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში… გაჭირვების პერიოდში გვინახავდა, როგორც შეეძლო გვეხმარებოდა“ – ლაშა ბექაური

„ჩემი მოტივაცია არის ჩემი გენი, ქართული, მებრძოლი სული, რაც გაგვაჩნია, წინაპრები, ის მებრძოლი ადამიანები, რომლებიც სამშობლოსთვის თავს სწირავდნენ… ბევრი რამეა, რაც გამარჯვებაში მეხმარება

ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს მამაჩემს, მწვრთნელებს… უფრო ახლო ურთიერთობა მამაჩემთან მაქვს…

მამაჩემი ყოველთვის ჩემს გვერდით არის, კარგად იცის რაოდენ რთულია სპორტული გზა… დედაჩემი არის მაგარი ვაჟკაცი ქალი, მებრძოლი ხასიათი დედასგან მაქვს და მიხარია, რომ ასეთი დედა მყავს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g