LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდესმე გამოშვებული Ferrari-ების 90% დღემდე მოძრაობაშია

115
ოდესმე გამოშვებული Ferrari-ების 90% დღემდე მოძრაობაშია

ოდესმე გამოშვებული Ferrari-ების 90% დღემდე დადის გზებზე. ბრენდის ტოპ-მენეჯერის თქმით, ამ დროისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით 300 ათასი სპორტქარით გადაადგილდებიან.

ახალი სპორტქარების გაყიდვის გარდა, Ferrari ძალიან აქტიურია მეორადი ავტომობილების ბაზარზეც. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სუპერქარების ბევრი გულშემატკივარი თავისი პირველი სპორტული მოდელის შეძენისას, არჩევანს სწორედ იტალიურ მანქანაზე აკეთებს.

მყიდველებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომია საფირმო პროგრამა Ferrari Approved, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გარკვეული გარბენის მქონე სპორტქარის შეძენა, ისეთის რომელიც მწარმოებელმა იდეალურ მდგომარეობამდე აღადგინა. ამასთან, მანქანებზე რომელთა ასაკიც 16 წელზე მეტია, ოფიციალური 2 წლიანი გარანტია მოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები