„ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში – სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე“, – ამის შესახებ ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე, ხოლო პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას.
ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები განადგურდეს, რაც აზრს უკარგავს ნებისმიერ ობიექტურ გამოძიებას, ნამდვილი სიების გამოქვეყნებას, რაც თავის მხრივ სისხლის სამართლის დანაშაულია.
ნათია მეზვრიშვილი: „ჩვენი ინფორმაციით, ცესკოს სერვერებზე ბაზებს აყალბებენ, აპარატებზე ინფორმაციას შლიან“
მისი თქმით, სწორედ ამიტომაც, პარტიამ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო, შეასრულოს ეს მოთხოვნა.
როგორც თავიდანვე ვამბობდით, ვერიფიკაციის აპარატები და მათში არსებული ინფორმაცია შესაძლოა იყოს გაყალბების მთავარი მტკიცებულება. ამიტომ ცდილობს პროკურატურა კონტროლის აღებას ყალბი გამოძიების ფარგლებში და ფაქტობრივად მძევლად აჰყავს, როგორც მტკიცებულებები, ისე სიმართლის დადგენის მთლიანი პროცესი.
შეგახსენებთ, ცესკოს პერსონალურ მონაცემთა კანონი, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ავალდებულებდა ამ მონაცემების გასაჯაროებას. ამის ნაცვლად, ცესკო თითქმის 10 დღეა ინფორმაციას მალავს, არ ასახელებს შენახვის ვადას და პროკურატურასთან ერთად ხელს უწყობს მტკიცებულებების განადგურებას.
ამის დასტურია შემდეგი: 29 ოქტომბერს მოვითხოვეთ სიების გასაჯაროება; 30 ოქტომბერს პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე ყალბი გამოძიება დაიწყო; 1 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ მტკიცებულებების დაცვა; 1 ნოემბერს ცესკოს თავმჯდომარემ „იმედის“ ეთერში სწორედ პროკურატურისთვის გადაცემაზე გააკეთა მინიშნება. სწორედ 1 ნოემბერს მიმართა პროკურატურამ ცესკოს.
ანუ, ცესკო და პროკურატურა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, კოორდინირებულად მოქმედებდნენ“. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
Posted by საქართველოსთვის / For Georgia on Tuesday 5 November 2024