LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგა ახალ მადრიდს მისცეს: აბა ბაქოო

61

უეფამ დაადასტურა, რომ 2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში, “ატლეტიკოს” ახალ სტადიონზე – “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გაიმართება.

ერთი დღით ადრე, თითქმის ყველა წამყვანმა სპორტულმა გამოცემამ დაწერა, რომ გადამწყვეტ მატჩს ბაქო მიიღებდა. საბოლოოდ, აზერბაიჯანის დედაქალაქს ერგო ევროპის ლიგის ფინალის ჩატარება (ოლიმპიურ სტადიონზე), ხოლო 2018 წელს უეფას სუპერთასს სტამბოლის “ბეშიქთაში” უმასპინძლებს.

მადრიდის სტადიონი “მეტროპოლიტანო” გასულ კვირას, ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში გაიხსნა, როცა “ატლეტიკომ” “მალაგას” უმასპინძლა. ეს არენა 67 703 მაყურებელს იტევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები