LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ძველი შემორჩენილი Jaguar XJ იყიდება ინგლისში

115
Capture

ინგლისში ყველაზე ძველი შემორჩენილი Jaguar XJ იყიდება. გასაყიდად გამოტანეს ძალიან ადრეული სედანი: ის არ არის მხოლოდ ე. წ. “პირველი სერიის” წარმომადგენელი (1968 წლიდან 1973 წლამდე), არამედ Browns Lane-ის ქარხანაში ხელით აწყობილი ოცი მანქანიდან ერთ-ერთია. მანქანას მოყვება მრავალი ნაშრომი და პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს მის ბიოგრაფიას.

Jaguar XJ მნიშვნელოვანი მოდელია ინგლისური ბრენდის ისტორიაში. ის გახლავთ პირველი მანქანა, რომელიც შეიქმნა ფართომასშტაბიანი წარმოებისთვის. პირველი XJ იწარმოებოდა წარმოუდგენლად დიდი ხნის განმავლობაში, 1968 წლიდან 1992 წლამდე. ამ დროის განმავლობაში დამზადდა სამი სერიის 318 ათასი მანქანა.

Jaguar Daimler Heritage Trust-ის ცნობით, 20 მანქანის პირველი პარტიიდან, ეს სედანი სერიული ნომრით “19” ერთადერთია, რომელიც დღემდე შემორჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები