LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული Jaguar ბრიტანეთში ახალ ავტომობილებს აღარ გაყიდის

109
ბრიტანული Jaguar ბრიტანეთში ახალ ავტომობილებს აღარ გაყიდის

Jaguar დიდ ბრიტანეთში ავტომობილებს 2026 წლამდე აღარ გაყიდის. Jaguar E-Pace, XE, XF და F-Type წარმოებიდან მოიხსნა, ამიერიდან კი F-Pace ქვეყნის შიდა ბაზარზეც აღარ იქნება ხელმისაწვდომი. ბრიტანეთში შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების რეალიზებაზე უარის თქმა ელექტროფიკაციის სტრატეგიით აიხსნება, იმ გეგმით რომელიც Jaguar-მა 2021 წელს წარადგინა. სამი წლის წინ ავტომწარმოებელს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ 2025 წელს მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებდა. თუმცა, 2025 წლამდე ბევრი არ არის დარჩენილი, ელექტროქარები კი ახალი ტალღისთვის მზად არ არიან.

სწორედ ამიტომ, დაწყებული ნოემბრის თვიდან ბრიტანელები ახალი Jaguar-ის ყიდვას ვეღარ შეძლებენ და მაქსიმუმ მეორადი ბაზრისთვის შეეძლებათ მიმართვა. კომპანიას ამ საკითხთან დაკავშირებითაც აქვს გეგმა, ბრენდის ახალი მანქანები ლოკალურ ბაზარზე დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, სრულად ელექტრონული სახით გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები