LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გონიერი კონტრაქტი“ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინოვაციური პროდუქტი

107
გონიერი კონტრაქტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ინოვაციური პროდუქტის – „გონიერი კონტრაქტის“ სისტემის გამოყენება დაიწყო.

„გონიერი კონტრაქტი“ ტრადიციული ოპერაციების ახლებურად განხორციელების საშუალებას იძლევა, კერძოდ, თანხის გადახდა და ქონების რეგისტრაცია ერთდროულად ხდება – მხარეები ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ციფრულ ფორმატში, დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით აფორმებენ. ასევე, „გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით, იპოთეკის იმავე მეთოდით რეგისტრაციაცაა შესაძლებელი.

უძრავი ქონების ტრანზაქციებში აღნიშნული სისტემის ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვის – უცხოეთში მცხოვრები ქართველები საქართველოში უძრავი ქონების შეძენას შუამავლებისა და მინდობილობის გარეშე შეძლებენ.

მოქალაქეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნული სერვისით სარგებლობისთვის სააგენტოს წარმომადგენელთან ვირტუალური შეხვედრის დაჯავშნა შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ „გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით პირველი ტრანზაქცია უკვე შესრულდა – საქართველოს მოქალაქემ დისტანციურად, შუამავლებისა და მინდობილობის გარეშე, შვედეთის სამეფოდან უძრავი ქონება გაყიდა. ნასყიდობის საფასურის გადახდა და ქონების რეგისტრაცია თანადროულად განხორციელდა.

mazda magti 5g