LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ წამს შემატყობინეს, რომ ბავშვების მამა სასამართლომ გაამართლა და ახლა შვილებთან მიდის…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს დიკა სალაყაია უდედოდ დარჩენილი, მცირეწლოვანი ბავშვების მამაზე

320
დიკა სალაყაია ბავშვებზე

„ახლა ბავშვებს მშობელი სჭირდებოდათ, რომელიმე მაინც და ამ წამს შემატყობინეს, რომ ბავშვების მამა სასამართლომ გაამართლა და ახლა შვილებთან მიდის“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიკა სალაყაია წერს.

სალაყაია საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის იმ მცირეწლოვანი ბავშვების მამის შესახებ, რომელთაც დედა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალათ.

როგორც სალაყაია სოციალურ ქსელში წერს, ბავშვების მამა სასამართლომ გაამართლა და ახლა შვილებთან მიდის:

„ახლა პატარებთან ვართ, ისეთი დათრგუნულები არიან… წუხელ დედასთან გავათენეო გაბრიელმა… მთავარია მევახშემ ქუჩაში არ დატოვოს პატარები…“ – რა ინფორმაციას უზიარებს დიკა სალაყაია საზოგადოებას

„ბავშვებთან ვიყავი ტელეფონმა რომ დარეკა… მამა რეკავს ციხიდანო გაბრიელმა და…
ტელეფონი გამოვართვი. აკანკალებული ხმით ვუთხარი უმძიმესი ამბავი.  მერე იყო დუმილი და კაცის ქვითინი… არ ვიცი რა იყო მანამდე, მაგრამ საკუთარი შვილების დედის სიკვდილი და შვილების ტკივილი, მივხვდი საშინლად ასტკივდა…
ყელში გაჩხირული ბურთი გადავყლაპე.
ახლა ბავშვებს მშობელი სჭირდებოდათ, რომელიმე მაინც 
და ამ წამს შემატყობინეს, რომ ბავშვების მამა სასამართლომ გაამართლა და ახლა შვილებთან მიდის.
დანარჩენსაც გაგაგებინებთ. ყველაფერთან ერთად ბავშვების უმთავრესი პრობლემის მოგვარებას ვცდილობ. ბავშვებს საკუთარი ჭერი სჭირდებათ და ნორმალური პირობები, რაც აუცილებლად ექნებათ. ანგარიში ისევ კომენტარებში იქნება… სულ
ცოტა დაგვრჩა მთავარ მიზნამდე“, – წერს დიკა სალაყაია.

ვიდეო: „დედიკოსთვის ჯერ ყვავილები არავის მოუტანიაო და თავისი პაწაწინა ხელებით გულზე დაადო…მთელი დღე ვეფერეთ და დავამშვიდეთ“ – დიკა სალაყაია საზოგადოებას მიმართავს

ბაშვებთან ვიყავი ტელეფონმა რომ დარეკა… მამა რეკავს ციხიდანო გაბრიელმა და… ტრლეფონი გამოვართვი😞 აკანკალებული ხმით ვუთხარი…

Posted by დიკა სალაყაია • Dika Salakaia on პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g