„გამოძიებასთან არ თანამშრომლობ, მაშინ როცა ხელში არაფერი გიჭირავს. ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის მხრიდან ჰაერიდან მოტანილი ბრალდებები“, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა.
„სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც არის მოწოდება, რომ პროკურატურასთან ითანამშრომლონ, მაგრამ როგორც ჩანს ამ ეტაპზე მათთვის არც სახელმწიფო დეპარტამენტია სანდო წყარო“, – აღნიშნა ლაშხმა „იმედი ნიუსთან“.