ნეკა დოროყაშვილი ახალ ფოტოსესიას გვიზიარებს.
კომენტარებში ერთ-ერთი გამომწერი აღნიშნავს, რომ ნეკას მისი ყოფილი მეუღლე არ უნდა შელეოდა, რადგან ის ქალღმერთია, რასაც მოდელი და ინფლუენსერი ვრცელი კომენტარით პასუხობს:
„მამაკაცების უმრავლესობა მარტივ ქალს ირჩევს, რადგან ძლიერ ქალთან ისინი ვერ იკვებებიან. ძლიერი ქალი გამოწვევაა, სარკეა, რომელიც მათ აიძულებს საკუთარი სისუსტეები დაინახონ. ასეთ ქალთან ურთიერთობას სიმტკიცე და თვითდაჯერება სჭირდება, და ბევრს ამისთვის მზადყოფნა არ აქვს. ფსიქოლოგიური კასტრაცია ტერმინი ალბათ გაგონილი გექნებათ, ძლიერი ქალი აღვიძებს მათ შიშებსა და დაუკმაყოფილებლობას, ამიტომ ირჩევენ მარტივ გზას, სადაც არ სჭირდებათ საკუთარ თავზე მუშაობა“.
ექსკლუზივი: ნეკა დოროყაშვილი მალე ინგლისურენოვან ალბომს გამოუშვებს, რომელიც ამერიკელი პროდიუსერების დაკვეთით ჩაწერა – რა გეგმები აქვს მოდელს, რომელიც ამღერდა: „ყველანაირი ნეგატივი წარსულს გავატანე და დავიწყე ახალი ცხოვრება…“
მეუღლესთან, ნიკოლოზ ბასილაშვილთან განშორება, სასამართლო განხილვები და მძიმე გარემო, რომელიც ამ ყველაფერს ახლდა, უკან ჩამოიტოვა და მხოლოდ წინ იყურება…