LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაშლილი ქერა თმა და დამატყვევებელი მზერა – ანჯელინა ჯოლის მორიგი დახვეწილი გამოჩენა

174
page

ანჯელინა ჯოლი აგრძელებს თავისი ახალი ფილმის, „მარიას“ პრომოუშენს. ამჯერად 49 წლის მსახიობი და პროდიუსერი ნიუ-იორკში, Director’s Guild-ის ღონისძიებაზე იმყოფებოდა. დაცვის გარეშე გამოსულ ვარსკვლავს გარეთ უამრავი გულშემატკივარი დახვდა.

ამ დღეს ანჯელინა, როგორც ყოველთვის, საოცარ ფორმაში იყო. მას გრძელი შავი კაბა, კლასიკური ფეხსაცმელი და კრემისფერი „თრენჩი“ ამშვენებდა, რომელსაც ვარსკვლავმა გრძელი ქერა გაშლილი თმა შეუხამა.

ცნობისთვის, ფილმის, „მარიას“ მიმართ, რომლის მსოფლიო პრემიერაც 27 ნოემბერს შედგება, დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. კინოკრიტიკოსები მარია კალასის როლის შესრულებისთვის ჯოლის „ოსკარს“ უწინასწარმეტყველებენ.

„მარტოობას გამუდმებით განვიცდი“ – Akala-სთან რომანის ფონზე, ანჯელინა ჯოლიმ გამოცემა People-ს ინტერვიუ მისცა

„სიყვარული ქალს მუდამ ამშვენებს“ – წონაში მომატებული ანჯელინა ჯოლი საოცრად გამოიყურება

განსაკუთრებული სიკაშკაშე და დახვეწილი „ლუქი“ – 49 წლის ანჯელინა ჯოლი ავტოგრაფებს არიგებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები