LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვადასტურებთ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, ჩვენი თანამონაწილეობა ამ პარლამენტში გამორიცხულია“ – „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს სიების გასაუქმებლად მიმართავენ

138
ენმ, კოლიცია ცვლილებებისთვის (1)

„პარლამენტი არის არალეგიტიმური, შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა მიგვაჩნია არალეგიტიმურ ქმედებებში თანამონაწილეობად. ეს არის ჩვენი კოალიციის პოზიცია და ჩვენი გადაწყვეტილება. კოალიციის სია იყო 82-კაციანი. ყველა, ვინც სიაშია, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ „არალეგიტიმურ პარლამენტში მათი თანამონაწილეობა გამორიცხულია.

„ამ სამყაროში ჩვენი ერთადერთი მტრის, რუსეთის ფედერაციის. ვადასტურებთ, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური და ჩვენი თანამონაწილეობა ამ პარლამენტში გამორიცხულია. ჩვენ ვერ შევძენთ ლეგიტიმაციას ჩვენი იქ ყოფნით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საარჩევნო კომისიას სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობაც“. თინა ბოკუჩავამ ცესკოს მიმართა, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ მოხდეს მათზე პარლამენტის წევრის დროებითი მანდატის გაცემა.

ბოკუჩავას თქმით, „არჩევნების ღამესვე ცხადი იყო, რომ აღნიშნული არჩევნები არ ასახავდა საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ ნებას“.

კახა კალაძე: „თუ ფარულობა დარღვეული იყო, რვა საათზე რა გაზეიმებდათ? ტაშ-ფანდური რომ გქონდათ გამართული?“

„იცით რა არის მთავარი? – მილიონ 120 ათასმა მოქალაქემ მკვლელებს, მწამებლებს და აგენტურას უთხრა არა.“

„„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ სახელით განვაცხადეთ, რომ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე. დღეს გვინდა, ოფიციალურად, თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც იყო „ერთიანობა-ნაციონალ;ური“ მოძრაობის საპარლამენტო სიაში, ინდივიდუალური წერილით მივმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი ცესკო-მ არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს განსახილველადაც კი.

ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატვაა ის წერილები, რომლებსაც ჩვენ ვაგზავნით ცესკო-ში და ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგანზე, არცერთ პირზე, რომელიც ფიგურირებდა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საარჩევნო სიაში, არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა, არ გაგვატარონ რეგისტრაციაში, შესაბამისად, პარლამენტს არ გადაეგზავნოს ჩვენი სახელი და გვარები ჩვენი უფლებამოსილების ცნობის მიზნით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

magti 5g