თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.