გაზაფხულზე, კერძოდ კი მარტში, Apple-ი ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პლანშეტს გამოუშვებს, რომელიც ადამიანებს სახლის გაკონტროლებაში დაეხმარება. კედლის AI-პლანშეტი შეძლებს აკონტროლოს და მართოს სახლში არსებული ყველანაირი ტექნიკა და ჩაატაროს ვიდეო-კონფერენციები.
აღსანიშნავია, რომ ახალ პროექტზე სპეციალისტები სამ წელზე მეტხანს მუშაობდნენ.
AI-პლანშეტი ოთხკუთხედ iPad-ს ჰგავს. ახალი პროდუქტი შავ და ვერცხლისფერ ფერებში იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება ფასს, მისმა ღირებულებამ შესაძლოა ათას დოლარს მიაღწიოს.