LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე: პროკურატურის გადაწყვეტილება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების დალუქვაზე დასტურია, რომ არჩევნების გაყალბება ახლაც მიმდინარეობს – ბაზების განადგურება უნდათ

118
ხატია დეკანოიძე

პროკურატურის გადაწყვეტილება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების დალუქვაზე დასტურია, რომ არჩევნების გაყალბება ახლაც მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.

მისივე თქმით, უწყებაში ბაზების განადგურება უნდათ.

„პროკურატურის გადაწყვეტილება, საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების დალუქვასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ არჩევნების გაყალბება ახლაც მიმდინარეობს. პროკურატურის მიერ ამ მანქანების ამოღება და ტექნოლოგიური მონაცემების განადგურება, ამას მოწმობს.

იმის ნაცვლად, რომ პროკურატურა დაინტერესებულიყო და მართლაც დაებარებინა გამოკითხვაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, რატომ იყო ხმის ფარულობა დარღვეული, რატომ იყო “ქართული ოცნების” კამერა ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მთვლელი მანქანების უკან, რომელიც ფარულობას არღვევდა და აფიქსირებდა ყველა ადამიანს, რატომ მოხდა, რომ მარკერი გარედან ჟონავდა.

იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები გამოკითხონ, გვიბარებენ ჩვენ. ეს არის იმის დასტური, რომ ბაზების განადგურება უნდათ, აპირებენ იმ დუბლირებული გვარების ამოღებას, რომელშიც ემიგრაციაში წასული ადამიანები და რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი ადამიანები აღმოჩნდნენ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა, გაგრძელდეს არჩევნების მიტაცება და გაყალბება”, – განაცხადა დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g