თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 30 წლამდე პოლიციელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
არსებული ცნობებით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, 6 ნოემბერს მოხდა. როგორც „ფორტუნას“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან საგამოძიებო სამსახურს საქმე 13 ნოემბერს გადაეცა. უწყების ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.