„ვამაყობ ჩემი თანამებრძოლით, დავით კირთაძით!“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, ის ასევე სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს დღევანდელ აქციაზე დაკავებულ პირებს.
„ვამაყობ ჩემი თანამებრძოლით, დავით კირთაძით! ჩემი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა უმაგრეს გიორგი ლიფონავასა და ყველა დაკავებულს!” – წერს სააკაშვილი.
„შენ ხარ ჩვენი ქვეყნის შავი ლაქა“ – ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს სხდომაზე სავარაუდოდ, შავი საღებავი შეასხა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, ინციდენტი მოხდა.