ევროვიზიის კონკურსში გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძის დედის ახლობელი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„ცხრა მთასა და… მანამდე..
გამარჯვებული ანდრიას პირველი წინადადება, სცენიდან, იყო – „მიყვარხარ, დედა“. უკანასკნელი ემოციები, რაც მეგონა, რომ აღარც კი მქონდა, აქ ამოიფრქვა ცრემლებად…
ბავშობაში მასწავლებლებისგან მესმოდა, თქვენ უნდა ასახელოთ საქართველოო. სულ ვფიქრობდი, 21-ე საუკუნეში როგორ უნდა გამოგვევლინა პატრიოტიზმი, როგორ უნდა შეგვეტანა ჩვენი წვლილი ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
ახლა ვხდები, ასეთი შვილის აღზრდა უფრო დიდი პატრიოტიზმია, ვიდრე ჩემი ანდრიას მიერ დროშის აფრიალება (ვიცი, სწორად გაიგებთ ჩემს ნათქვამს).
ამ საოცარი ბიჭის საყრდენი კედელი, ძალა, რწმენა, იმედი, უდიდესი ნოსტალგია – დედა – შორენაა…
ამ კადრს რომ ვუღებდი, რატომღაც ქართლის დედაზე მეფიქრებოდა…
მიყვარხარ, შორე.
შენ ხარ ჩემთვის ყველა პროექტის უდიდესი, დამსახურებული გამარჯვებული.
ცხრა მთსა და ცხრა ზღვას იქეთ, ცხოვრობდა ერთი პატარა გოგონა, რომელიც შვილს ეკლიან გზებს ვარდებით უცვლიდა,- ეს ზღაპარი არა, ჩვენი რეალობაა“, – წერს დარია აბულაძე.