თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა მსვლელობას ლოზუნგით – “დაიბრუნე ხმა” გამართეს.
აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიები, კერძოდ, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები. ისინი საქართველოს პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები.
აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან ისაუბრენენ რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე. ამასთან, იურისტები საზოგადოებას გააცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შესთავაზებენ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდნენ ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე.