2024 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე საქართველოში დაბრუნდა და ევროვიზიის მთავარი პრიზი ჩამოიტანა – პატარა მომღერალს აეროპორტში გულშემატკივრები და მეგობრები დახვდნენ.
ვიდეო: „მიყვარხარ საქართველო” – ანდრია ფუტკარაძის შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიის სცენაზე
ანდრიას ემოციური დახვედრის კადრებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მედიასთან საკუთარ ემოციებზე ისაუბრა თავად ანდრიამაც.
„ძალიან გახარებული ვარ, ძალიან მიხარია, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ მოვუტანე გამარჯვება“, – აღნიშნა ანდრიამ.