LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტელ ფერმერებს საქმის კეთებაში ამიერიდან რობოტი დაეხმარება

108
57d8b4c9a5808068149c1cac4ccb46c99cffe99f-1730540280-cf2b34da-960x640

მალტამ შექმნა რობოტი ხელოვნური ინტელექტით, რომელიც ფერმერებს ეხმარება. რკინის ასისტენტს სხვადასხვა დავალებების შესრულება ყველაზე მიუდგომელ ადგილებში შეუძლია, ის ონლაინ-რუკით ორიენტირდება და თან ამისთვის ერთდროულად რამდენიმე ხელოვნური თანამგზავრის მონაცემებს იყენებს. სიახლის შესახებ Times of Malta წერს.

მოწყობილობას შეუძლია მოსავლის ტრანსპორტირება, ბალახის გაკრეჭა, სარეველას მოშორება და ბაღ-ბოსტნის კონტროლი. ფერმერებს შეუძლიათ რომ რობოტს სანტიმეტრების სიზუსტით მისცენ მარშრუტი.

იდეის ავტორთა თქმით, რობოტის შექმნის იდეა თავად ფერმერებს ეკუთვნით. ისინი ეძებდნენ სისტემას, რომელიც ფიზიკურ შრომას შეუმცირებდა და სამუშაოებს დააჩქარებდა.

ამჟამად რობოტის ავტორ კომპანიას 7 მზა რობოტი აქვს. მომავალში კი ინჟინრები სერიული წარმოების დაწყებასაც ვარაუდობენ.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დასაწყისიდან მალტის ქუჩებსა თუ მოედნებს სწორედ რობოტები ასუფთავებენ. ეს მოწყობილობები ელექტროენერგიაზე მუშაობს, სრულად ავტონომიურია და პროცესში ადამიანის ჩართულობას არ საჭიროებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები