ცნობილი ჰონგ-კონგელი მსახიობი ლოურენს ნგი აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი ფილმისთვის ჰონორარი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ გადასაღებ მოედანზე საერთოდ არ მისულა.
62 წლის მსახიობმა, რომელიც ტელეკომპანია TVB-ის პოპულარული სერიალებით გახდა ცნობილი, საკუთარი ვიზუალის გამოყენების უფლება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას გადასცა. შედეგად, ახალ ფილმში „Mortal Sins“ („სასიკვდილო ცოდვები“) ის ეკრანზე 20 წლის ასაკში მქონე ვიზუალით გამოჩნდება.
„ფილმში ჩემი 20 წლის გარეგნობა გამოიყენეს. გადაღებებზე წასვლაც კი არ დამჭირვებია. შედეგი უკვე ვნახე და ძალიან კმაყოფილი ვარ,“ – ამბობს მსახიობი.
ლოურენს ნგის თქმით, მან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც საკუთარი ციფრული გამოსახულების გამოყენებაზე კონტროლის უფლებას უნარჩუნებს. მისივე განცხადებით, მიღებული ჰონორარიც „ძალიან კარგი“ აღმოჩნდა.
მსახიობი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი კინო ინდუსტრიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ხუმრობით დასძინა:
„მალე უბრალოდ სახლში ვიჯდები, გადაღებებზეც აღარ მომიწევს სიარული და მაინც შევასრულებ ჩემს საქმეს. ფეხიც რომ მოვიტეხო, სანერვიულო არაფერი მექნება.“