LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: „წერილთან დაკავშირებით მინიმუმ 6 დღეა ვსაუბრობთ და რატომ გაიკვირვა კალაძემ, ივანიშვილმა, კობახიძემ, „ქართულმა ოცნებამ“?! – წერილში წერია ის, რასაც ვსაუბრობთ დღის განმავლობაში 30-ჯერ“

155
ნიკა მელია

„წერილთან დაკავშირებით მინიმუმ 6 დღეა ვსაუბრობთ და რატომ გაიკვირვა კალაძემ, ივანიშვილმა, კობახიძემ, „ქართულმა ოცნებამ“?!“ – ჩემთვის ის უფრო გასაკვირია, რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ დღის წესრიგის შექმნას ამ ყბადაღებული საკითხით“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

აღნიშნულით მან ოპოზიციის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი მიწერილი წერილზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ წერილში წერია ის, რის შესახებაც ოპოზიცია დღის განმავლობაში უამრავჯერ საუბრობს.

ჯოზეფ ბორელი: „100 მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს საქართველოს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს“

„ღიმილისმომგვრელია, როდესაც საუბრობთ, თითქოს, ეს იყო საიდუმლო წერილი, არადა სინამდვილეში, 6 დღის განმავლობაში, ამ წერილთან დაკავშირებით საუბრობს ოპოზიცია, რომლის ფარგლებშიც ითხოვს ზეწოლას ივანიშვილის რეჟიმზე, [არჩევნებთან დაკავშირებით] გამოძიების მოთხოვნას და ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას.

პრემიერი: „დღეს, ოთხმა პარტიამ მიმართა ევროკავშირს, მათ შორის მოითხოვეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება – ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს“

როგორც მან დღევანდელ  მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ოპოზიციამ ევროკავშირისგან მოითხოვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ფინანსური დახმარების შეწყვეტა და საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციის შეწყვეტა.

კონკრეტულად წერილთან დაკავშირებით ვსაუბრობთ მინიმუმ, 6 დღის განმავლობაში და რატომ გაიკვირვა კალაძემ, ივანიშვილმა, კობახიძემ, „ქართულმა ოცნებამ“?! წერილში წერია ის, რასაც ვსაუბრობთ დღის განმავლობაში 30-ჯერ საჯარო სივრცეში მედიასთან, მათ შორის, თქვენთან.

კახა კალაძე – „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელმა ოთხმა პარტიამ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნა – ჩვეულებრივი მოღალატეები არიან“

არაფერი განსხვავებული არ წერია. აქ არაფერი არ იყო გასაკვირი და ჩემთვის ის უფრო გასაკვირია, დღეს „ქართული ოცნება“ დღის წესრიგის შექმნას ამ ყბადაღებული საკითხით რატომ ცდილობს, მით უფრო, როდესაც უშუალოდ წერილთან დაკავშირებით 5-6 დღის განმავლობაში საუბრობს ოპოზიცია.“ – განაცხადა მელიამ.

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური პარტიების წერილზე: „ეს წერილი წინასაახალწლოდ თოვლის ბაბუას გაუგზავნონ – ხელისუფლებაში მოსვლას ვერ მიიღებენ და იქნებ საჩუქრები მაინც მიიღონ!“

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g