LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტარი: „პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ… მკაფიოები უნდა ვიყოთ, რომ ისინი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებენ“

168
ტომას ვაიცი

„პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ“ , – აღნიშნული განცხადება ევროპარლამენტარმა, ტომას ვაიცმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა

ამ წუთებში საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე კომიტეტის წევრები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ:

„წინასაარჩევნო პერიოდშიც, შერჩევითი წვდომა იყო მედიასა და საარჩევნო კამპანიაზე, ამიტომ ოპოზიციური პარტიებისთვის ეს ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე ხელისუფლებისთვის. ასევე, იყო გავლენა, იქნება ეს რუსული თუ ოლიგარქი ივანიშვილის წმინდა ბიზნეს ინტერესები. ვფიქრობ, არ ღირს იმის აღნიშვნა, თუ საიდან მოდის ეს გავლენა“, – განაცხადა ტომას ვაიცმა.

ტომას ვაიცის განცხადებით არჩევნებზე „იყო აქტიური გაყალბების მრავალი შემთხვევა, როგორც ეს სხვადასხვა ინსტიტუტებმა აღნიშნეს“

„იყო აქტიური გაყალბების მრავალი შემთხვევა, როგორც ეს სხვადასხვა ინსტიტუტებმა აღნიშნეს, ასევე, არჩევნების შედეგების მასიური მანიპულირება და ეს ყველაფერი ჩემთვის არალეგიტიმურ მთავრობას ნიშნავს, იმ სტანდარტებთან შედარებით, რაც ევროკავშირში გვაქვს. ვფიქრობ, ეს უნდა ვთქვათ. უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს ერთი სანტიმეტრითაც კი ვერ დაუახლოებენ. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ. მკაფიოები უნდა ვიყოთ, რომ ისინი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებენ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g