LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: ნამდვილი ავტოკრატი პრეზიდენტი სწორედ ასეთია – მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა სწორი, ხოლო ყველა სხვა კვალიფიციური ინსტიტუტების პოზიცია გვერდით უნდა გადაიდოს

105
2024-11-18_22-41-32_632816

ნამდვილი ავტოკრატი პრეზიდენტი სწორედ ასეთია – მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა სწორი, ხოლო ყველა სხვა კვალიფიციური ინსტიტუტების პოზიცია გვერდით უნდა გადაიდოს, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები არ შედგა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილს უნდა გავახსენოთ, რომ მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილება „საბედნიეროდ, მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს“.

„პრინციპში სალომე ზურაბიშვილის „კომპეტენცია“, მისი ცოდნა იურისპრუდენციაში, ლოგიკა და გადმოცემის უნარი ისეთი დიადი და მასშტაბურია, რომ არჩევნების შეფასების მხოლოდ მისეულ შეჯამებას უნდა ვენდოთ.

ნამდვილი ავტოკრატი პრეზიდენტი სწორედ ასეთია – მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა სწორი, ხოლო ყველა სხვა კვალიფიციური ინსტიტუტების პოზიცია გვერდით უნდა გადაიდოს.

მოდით აქვე გავახსენოთ, რომ მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილება საბედნიეროდ, მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს”, – წერს ნინო წილოსანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g