LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი 1.3 პროცენტით გაიზარდა“ – საქსტატი

104
საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის შესახებ 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 468.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

„ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 43.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 1.3 პროცენტით გაიზარდა და 2 370.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73,6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 466.2 მილიონი აშშ დოლარით, თურქეთი – 368.2 მილიონი აშშ დოლარითა და ჩინეთი – 231.6 მილიონი აშშ დოლარით.

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 310.2 მილიონი აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 236.1 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 198.1 მილიონი აშშ დოლარით“, – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g