საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.
ცნობილია, რომ ოპოზიციის ლიდერები საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
მელიქიშვილის გამზირი, ამ დროისთვის კვლავ გადაკეტილია.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.