„იმედის“ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ხათუნა ჟორდანია ზურა ხაჩიძის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.
„მეუღლის პოლიტიკაში ჩართვის გამო თქვენი ოჯახი პოლიტიკური დევნის ობიექტი გახდა?“ – ამ კითხვაზე ხათუნა ჟორდანია ასე პასუხობს:
„ზურა არის სუფთა და წესიერი ადამიანი, რომელსაც უყვარს საქართველო… თავის ქვეყანაზე მეტად არავინ უყვარს. როცა ნოემბრის მიტინგები იყო, ზურამ გადაწყვიტა და წავიდა. დაუძახეს სცენაზე, ავიდა და სიტყვა-სიტყვით ვამბობ, რაც თქვა. მუხლებზე დავეცი და ტირილი დავიწყე. მივხვდი, რომ მისი იქ გასვლით დიდი პრესის ქვეშ აღმოვჩნდებოდით. სანამ ზურა მოვიდა სახლამდე, ჩემთან უკვე იყვნენ პოლიციის და პროკურატურის წარმომადგენლები. რაღაცები ელაპარაკნენ. როგორც კი ისინი წავიდნენ, ტელეფონზე იყო ზარი, გამარჯობა, ფინანსური პოლიციიდან გირეკავთ, სასწრაფოდ ვეძებთ მერაბ ჟორდანიასო, მანამდე ორჯერ უკვე დაჭერილი და გამოშვებული ჰყავდათ. იმ საღამოსვე ზურას დაურეკეს, რომ მამას სახლში აღმოუჩინეს ორი ჟანგიანი ტყვია და დაიჭირეს, მამამისისთვის უთქვამთ, რამდენი წუთიც ილაპარაკა ზურამ, იმდენ წელს მოგისჯითო. ხომ არის გამონათქვამი, შიშისაგან გული გამისკდაო. ვიცი, ადამიანს როგორ შეიძლება გაუსკდეს შიშისგან გული. მაშინ აღმოვაჩინე, რომ როდესაც ამ შიშს დაძლევ, არაფრის გეშინია. ზურას გაერთიანებულმა ოპოზიციამ სთხოვა, რომ ყოფილიყო მისი წარმომადგენელი ბორჯომიდან საპარლამენტო არჩევნებზე. ახლა მეცინება, არჩევნებზე რომ საუბრობენ, ის, რაც ჩვენ ბორჯომში გავიარეთ არჩევნებზე, რომ მომიყვნენ, არ დავიჯერებ. უვარდებოდნენ სახლში ჩვენს კომისიის წევრებს, სახლებიდან ხალხს იპარავდნენ, ვინც ოპოზიციას აძლევდა ხალხს, ამუნათებდნენ და აშინებდნენ ხალხს, ახლოს როგორც კი გაეკარებით ოპოზიციას, დაგიჭერთო. ქვეყნის სათავეში ისეთი ხელისუფლება გვყავს, არ შეიძლება, მათ გვერდით რომ არ იყო. 12 წლის წინ ავირჩიეთ ეს ხელისუფლება და ბოლომდე ვიქნებით მათ გვერდით…“
რის გამო გახდა ზურა ხაჩიძის ოჯახი პოლიტიკური დევნის ობიექტი?მეუღლის პოლიტიკაში ჩართვის გამო, თქვენი ოჯახი პოლიტიკური დევნის ობიექტი გახდა? #ხათუნაჟორდანია
Posted by სიცრუის დეტექტორი • Sicruis Deteqtori on Tuesday, November 19, 2024