LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოჭლობით მივედი მისაღებ ოთახში და ვხედავ ძირს გდია მამაჩემი, კატასტროფა გამოვიარეთ… იმ მომენტში მამა თავიდან გავიცანი, ფაქტობრივად, მთელი ოჯახი გადაგვარჩინა“ – ზაზა ხუციშვილი მისი ოჯახის დაყაჩაღების ამბავს იხსენებს

258
ზაზა ხუციშვილი

გადაცემას „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმრობდა მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი, რომელმაც მის ოჯახში მომხდარი შემზარავი დაყაჩაღების ამბავი გაიხსენა:

„საქმე ისაა, რომ თანამდებობები, რაც მამაჩემს ეკავა, იძლეოდა საშუალებას კარგად, გვეცხოვრა, მაგრამ მდიდარი ოჯახი არ ვიყავით. გვქონდა ნორმალურად გარემონტებული ბინა… იმ მომენტში მამაჩემი თავიდან გავიცანი… [დაყაჩაღებამდე] 10 დღით ადრე საკმაოდ მძიმე ავარიაში მოვხვდი, ფეხზე ტრავმა, შუბლი გახეთქილი მქონდა, როდესაც მამაჩემმა ჭუჭრუტანაში გაიხედა, იფიქრა, რომ ჩემთან მნახველები მოვიდნენ, გამოაღო კარი და 4 ნიღბიანი ადამიანი დაინახა, პირველივემ შემოყო ტეტე, გულზე დაადო და უთხრეს გააღეო [კარი]… მამაჩემმა დაიჭირა პირველი ტიპი, ორივე ხელით დაიჭირა და უკან გადააგდო სადარბაზოში…

ამ გარეწრებმა სამივე ავტომატი გახსნეს, ოთახში რა ხდებოდა ვერ გეტყვით, ოთახში ადგილი არ იყო, იმდენი ტყვია ეყარა, კოჭლობით მივედი მისაღებ ოთახში და ვხედავ ძირს გდია მამაჩემი, უმძიმესად დაიჭრა… კატასტროფა გამოვიარეთ, ექიმების მადლობელი ვარ, დაახლოებით, ორწლიანი მკურნალობის მერე მამაჩემმა ფეხზეც გაიარა და სამსახურიც დაიწყო.

მამაჩემმა ფაქტობრივად მთელი ოჯახი გადაგვარჩინა…“

🔴შემზარავი დაყაჩაღების ამბავი ზაზა ხუციშვილი ოჯახში

🔴შემზარავი დაყაჩაღების ამბავი ზაზა ხუციშვილი ოჯახში “კოჭლობით მივედი მისაღებ ოთხაში და ვხედავ მამაჩემი სულ სისხლშია”

Posted by ნიკოლოზის კითხვები • Nikoloz's questions on ოთხშაბათი, 20 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g