უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლევან ლოხიშვილი დაიღუპა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ქართველი ხერსონის მიმართულებით მომხდარი თავდასხმისას დაიღუპა.
ლევან ლოხიშვილი ცნობილი „ინფლუენსერის“ თამაზ ლოხიშვილის (თამაზას) ძმაა.
„რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა თამაზას ძმა…ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული“ – მაკა ხიზანიშვილი
„ასეთ მწარე სიკვდილს არ იმსახურებდით ძმებო“, – წერს თამაზ ლოხიშვილი. ცნობილია, რომ მას მეორე ძმა 2001 წელს ავარიით დაეღუპა.
ასეთ მწარე სიკვდილს არ იმსახურებდით ძმებო
Posted by Lokhishvili Tamaza on ოთხშაბათი, 20 ნოემბერი, 2024