ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის იქნება გარღვევა,– ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შეფასებისას ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს სარკინიგზო მონაკვეთი ქვეყნის ეკონომიკას წინ წაიყვანს.
„დღეს ღირსშესანიშნავი დღეა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნაა. დღეიდან, ოფიციალურად, ეს რკინიგზა დაიწყებს მუშაობას. ეს უმნიშვნელოვანესია როგორც იმ ქვეყნისთვის, სადაც ეს რკინიგზა გადის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით, იქიდან გამომდინარე, რომ შუა აზიის ტვირთების ძირითადმა ნაწილმა ამ მიმართულებით უნდა იმოძრაოს. ასევე ეს რკინიგზა დატვირთავს და შემადგენელი ნაწილი იქნება ანაკლიის პორტისაც. ეს მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად წასწევს წინ. რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის ეს იქნება გარღვევა“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.