მსახიობი ნათია წიწილაშვილი, პროფესიული პაუზის შემდეგ, ეკრანს უბრუნდება. ცნობილია, რომ მას მაყურებელი იხილავს სერიალში „სიყვარულს მიღმა“.
ოჯახური ცხოვრების, პროფესიისგან დროებითი დისტანცირებისა და პოპულარულ სერიალში მიღებული ახალი როლის შესახებ ნათია წიწილაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„როგორც ხდება ხოლმე, კასტინგის მენეჯერმა დამირეკა და როლი შემომთავაზა. სერიალის „სიყვარულს მიღმა“ მეხუთე, საფინალო სეზონია. შესაბამისად, სერიალი დასრულდება. ცოტათი გული კი დამწყდა, რომ საფინალო სეზონში ვმონაწილეობ, მაგრამ არა უშავს… რა თქმა უნდა, ამ პროექტში მონაწილეობას სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ყოველთვის ძალიან მომწონდა.
ჩემი პერსონაჟი სერიალს მერვე სერიიდან უერთდება. კარგი ადამიანია, მაგრამ როგორც მივხვდი, ურთიერთობებში ცოტათი გამოუცდელია და შეიძლება, რაღაც სისულელეებიც ჩაიდინოს“, – ამბობს ნათია წიწილაშვილი და ასევე პასუხობს შეკითხვას – რამდენად ჰგავს ან განსხვავდება მისი პერსონაჟის ხასიათის თვისებები მისი რეალური ხასიათისგან:
„ჩემი რეალური ხასიათისგან ძალიან „შორსაა“. აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნებაა – ასეთი შტერი თავად ნამდვილად არ ვარ, თუმცა სათამაშოდ კარგი პერსონაჟია. თან, საყვარელიცაა. საერთოდ, ყველა შტერი ხომ საყვარელია, არა (იცინის)?“, – აღნიშნავს ნათია წიწილაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავთ აქ.