Jaguar-მა რებრენდიგი ჩაატარა. ბრიტანულმა კომპანიამ „სრული გადატვირთვა“ გამოაცხადა – წარმოადგინა ახალი ლოგოტიპი, საფირმო შრიფტი და სლოგანი. ეს არის ფრაზა Copy Nothing, რომელიც მისი დამაარსებლის იდეალებთან დაბრუნებას გულისხმობს, უილიამ ლაიონსი ფიქრობდა, რომ ყველაფერზე მნიშვნელოვანი ინდივიდუალურობა და ორიგინალური კრეატიული აზროვნება იყო.
ბრენდის ახალ სიმბოლიკას ცოცხლად 2024 წლის 2 დეკემბერს წარადგენენ და ამავე დღეს იხილავს საზოგადოება მომავლის ელექტრონული Jaguar-ის კონცეპტს Design Vision Concept-ს.
აღსანიშნავია, რომ ახალი ელემენტები თავის ადგილს მომავალ კონცეპტებში, ასევე სამ სერიულ ელექტროქარში ნახავენ. ამ ელექტროქარებს მწარმოებელი 2030 წლისთვის გამოუშვებს. პირველი იქნება ოთხკარიანი გრან ტურიზმო, მეორე – ლუქს კროსოვერი და მესამე – სედანი.