37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაზარალებულის ოჯახის ადვოკატმა, ლექსო სვიმონიშვილმა დაუდასტურა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით, ბექა ჯაიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი არ იყო.
„მირჩევნია ჩემი შვილი იყოს მკვდარი, კესარია ცოცხალი“- კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბექა ჯაიანის დედა
„ჩემი შვილი მკვდარი იყოს მირჩევნია, კესარია ცოცხალი და ბექა მკვდარი“, – ამ კომენტარით უპასუხა მედიას 37 წლის წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის დედამ, ნინო ლომაიამ. ვიდეო: „მინდა, მივუსამძიმრო კესარიას დედას და ბოდიში მოვუხადო, მე ორივეს ვტირი“ – რა უთხრა კესარია აბრამიძემ ბექა ჯაიანის დედას მკვლელობამდე მოკლე კომენტარით, ნინო ლომიძემ ტვ „რუსთავი […]
ექსპერტიზის ჩასატარებლად ჯაიანი მოსამართლის განჩინების შემდეგ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მოათავსეს.
ცნობისთვის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი, ბექა ჯაიანი 18 დააკავეს . მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, 18 სექტემბერს, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.
პროკურატურის ინფორმაციით, კესარია აბრამიძეს დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ტრანსგენდერი ქალი თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.
ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.