LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Turkish Airlines-მა პარტნიორ სააგენტოებს სპეციალური პრიზები გადასცა

437
Turkish Airlines

ავიაკომპანიამ Turkish Airlines სააგენტოების დაჯილდოების საღამოზე, პარტნიორებთან ერთად, კიდევ ერთი წარმატებული წელიწადი აღნიშნა.

ღონისძიებაზე საავიაციო და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით, მრავალი ნაბიჯი გადაიდგა წინ საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობის გასაზრდელად.

საქართველოში თურქეთის ავიახაზების გენერალურმა მენეჯერმა ქენან ინჯემ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ავიაკომპანიის როლს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში, ტურიზმის გაძლიერებაში და საქართველოს კულტურული და ბუნებრივი საგანძურის შესახებ გლობალური ცნობიერების ამაღლებაში.

Turkish Airlines-მა საქართველოს ბაზარზე წელს 7%-იან ზრდას მიაღწია, ხოლო საერთო ზრდამ, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, 30%-ს გადააჭარბა. ავიაკომპანიის წარმომადგენელმა 2025 წლის გეგმების შესახებაც ისაუბრა, დააანონსა 10%-იანი გამტარუნარიანობის გაზრდა, რაც ხაზს უსვამს მის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს დაკავშირებას მსოფლიოსთან და შემომსვლელი ტურიზმის განვითარებას.

Turkish Airlines-მა, როგორც ბაზრის წამყვანმა მოთამაშემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი დადებითი როლი საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკური განვითარების საქმეში. ავიაკომპანია თბილისსა და ბათუმს მსოფლიოს 154 ქვეყანასთან აკავშირებს. მან, მოგზაურების ჩამოყვანით მთელი მსოფლიოდან, თითქმის მილიარდი ლარი შეიტანა ადგილობრივ ეკონომიკაში.

საღამოზე, გამორჩეული წვლილისათვის, თურქეთის ავიახაზების პარტნიორ სააგენტოებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.

საღამოს მოწვეული წამყვანები იყვნენ გლობალური მოდერატორი ლინდა პერეირა პორტუგალიიდან და ცნობილი რეკორდსმენი და მკვლევარი რიაან მანსერი სამხრეთ აფრიკიდან, რომელმაც მაყურებელი შთამაგონებელი ისტორიებით მოხიბლა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g