LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელ დეკემბერს თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება

651
1-ელ დეკემბერს თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება

თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება 1-ელ დეკემბერს, 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანში. გახსნაზე ნაჩვენები იქნება ტატო კოტეტიშვილის ფილმი „წმინდა ელექტროენერგია“.

საზეიმო მიღებას გახსნის ფილმის შემდეგ უმასპინძლებს გოეთეს ინსტიტუტი.

ფესტივალის პროგრამის ანონსი შედგა 17 ნოემბერს კინოთეატრ ამირანში. ამ დღეს ფესტივალმა ევროპის 40 ქვეყნის კინოთეატრების ქსელთან ერთად აღნიშნა ევროპული არტჰაუს-კინოს დღეს. ნაჩვენები იქნა ჟაკ დერეს ახლად რესტავრირებული ფილმი “აუზი “ ალენ დელონის, რომი შნაიდერის, ჯეინ ბირკინის და მორის რონეს მონაწილეობით.

სექცია „ქართული პანორამა“ აერთიანებს ოთხი კატეგორიის ფილმებს:

  • სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები
  • მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები
  • სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები
  • მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები

აღნიშნულ პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი და 15 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ასევე, 6 სრულმეტრაჟიანი და 9 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.

შესაბამისად, ჟიური გასცემს ოთხ „ოქროს პრომეთეს“ თითოეულ კატეგორიაში. ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების შესაფასებლად ფესტივალზე იმუშავებს ორი ჟიური.

მხატვრული ფილმების ჟიური:

ზეკი დემირკუბუზი (რეჟისორი, თურქეთი)
იენა ჰასე (მსახიობი და რეჟისორი, შვეიცარია)
კატალინ გიურკე – (კინომცოდნე, უნგრეთი)

დოკუმენტური ფილმების ჟიური:

ჰელკე  მისელვიცი (რეჟისორი, გერმანია)

რუთ ზელბერმანი (მწერალი და რეჟისორი, საფრანგეთი)

აუდრიუს სტონისი (რეჟისორი და პროდიუსერი, ლიეტუვა)

საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს  ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში:

  • ევროპული ფორუმი
  •  ევროპის კინოაკადემიის სელექცია
  • ევროპის ტური
  • ოსკარის კანდიდატები
  • უკრაინული ამბავი
  • დამზადებულია გერმანიაში
  •  ბრიტანული პროგრამა
  • აპოლო: კინოს მეხსიერება
  • ქართული პანორამა.

არასაკონკურსო პროგრამაში ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ასევე წარმოდგენილი იქნება 5 სტუდენტური ფილმი.

თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალს ესტუმრება დაახლოებით ოცდაათი კინემატოგრაფისტი, რეჟისორები, პროდიუსერები, საერთაშორისო კინოფესტივალის წარმომადგენლები. მათ შორის იქნებიან: ევა ნათენა (საბერძნეთი), აკაკი ფოფხაძე (საფრანგეთი), ასია კრსმანოვიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა), სოფი ბრაკემაიერი (გერმანია) და სხვ.

გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 7 დეკემბერს. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში,  თბილისის  საერთაშორისო კინოფესტივალზე ორ ჯილდოს აწესებს. კატეგორიაში “ადამიანის უფლებები კინოში” ჯილდო გადაეცემა  დოკუმენტური და მხატვრული მიმართულების გამორჩეულ ფილმებს,  რომლებიც წარმოაჩენენ ადამიანის უფლებების თემატიკას.

საზეიმო მიღებას ფესტივალის დახურვის შემდეგ უმასპინძლებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია, ევროკავშირი საქართველოსთვის, World Vision, ვოლვო ქარს საქართველო, შემოქმედებითი ევროპა, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, დანიის კულტურის ინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, ავსტრიის საელჩო, გერმანიის საელჩო, პოლონეთის საელჩო, პოლონური ინსტიტუტი თბილისში, ლიეტუვის საელჩო, ლატვიის საელჩო.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის

გენერალური სპონსორია: თიბისი კონცეპტი, მასტერქარდი

სპონსორი: ვოლვო ქარს საქართველო, ვისმინო

პარტნიორები: აჭარაჯგუფი, ფექტორი თბილისი, დოკუმენტური კინოს ასოციაცია – DOCA კინოფესტივალის მედია პარტნიორები არიან: ტელეკომპანია «ფორმულა», ჟურნალი « ინდიგო», «ტაბულა»;  at. ge, რადიო „ფორტუნა“.

ფესტივალის ფილმებისა და სექციების სრული სია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g