მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:20-დან 15:55 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მოერიდეთ პროვოკაციებს. არ ღირს იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულება მომავალში გაგიჭირდებათ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, მაწვნით და რძის სხვა პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, ლურჯი, ყვითელი, მწვანე და იისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ფირუზი, ობსიდიანი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი უსიამოვნებების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.