30 ნოემბერს, განთენიას რუსთაველის გამზირზე ზვიად მაისაშვილ პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა.
ვიდეოში ჩანს, რომ მიწაზე დაგდებულ ადამიანს, რომელიც წამოდგომას ცდილობს, პოლიციელი სახეში წიხლს ურტყამს, მის გარშემო კი ათობით შავებში ჩაცმული და აირწინაღიანი პოლიციელი დგას.
აღნიშნულს საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმი დავით ხარაბაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„უმწეო ადამიანი, დაგდებული, აბსოლუტურად უმწეო და ჯერ ქუსლით ცინიკურად ურტყამ და მერე მეორე, მთელი ძალით, პირდაპირ სასწაულადაა გადარჩენილი რომ ადგილზევე არ გარდაიცვალა კისრის ტრავმით…
რატომ შე სადისტო ღორო რატოოომ?
ხვალ წაეთრევი და სამებაში სანთლებს დაანთებ, ოჯახის სიწმინდის დღეს სადღეგრძელოს დალევ და შენს შვილებს ამაყად გადახედავ ისე, რომ წარბიც არ შეგიტოკდებამ რადგან იცი რომ, გაგდის და შენი არარეალიზებული დაკომპლექსებული ეგოს დასაკმაყოფილებლად ასმაგი ენთუზიაზმით და აღტკინებით ურტყამ….
არა არა და არაააა! მკვდრები ხართ და მკვდართა დამმარხავი, ბრმები ხართ და ბრმათა წინამძღოლი… ლეგიონია თქვენი სახელი.
თუ ღმერთი არ აშენებს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი. თქვენ არც ღმერთი გწამთ, არც ხატი, არც ეკლესია არც ოჯახი და არც სიწმინდე.
ფარისეველი სადისტი ხარ..“, – წერს დავით ხარაბაძე.