LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოცეკვავე მზია ორველაშვილი ამღერდა – „ასეთმა აზრებმა გაიჟღერა: – შენ, მზიამ, რესტორანში როგორ უნდა იმღეროო? რატომ არ უნდა ვიმღერო, როცა 2 შვილის დედა ვარ?“

107
მზია ორველაშვილი

სამეჯლისო-სპორტული ცეკვების წარმატებული მოცეკვავე – მზია ორველაშვილი ახალ ამპლუაშია: მაყურებლებს საკუთარი ვოკალური მონაცემებით იზიდავს. თუ რამ განაპირობა მისი ასეთი გადაწყვეტილება და რას ნიშნავს მისთვის სიმღერა, ჟურნალ „გზას“ ესაუბრება.

– საღამოების ორგანიზების და შოუპროგრამაში მონაწილეობის გარდა, როგორც ვიცი, ერთ-ერთ რესტორანთან თანამშრომლობ და ყოველ საღამოს იქ მღერი…

– კი, კონკრეტულ რესტორანთან ვთანამშრომლობ – საღამოს 8 საათიდან 12-მდე ვმუშაობ. ისეთ კარგ გუნდთან ვთანამშრომლობ, რომ მისვლა მიხარია. ხომ არის სიტუაცია, როცა ადამიანს ყოველდღე სამსახურში მისვლა არ გინდა, გეზარება. ჩემს შემთხვევაში, ასე არ არის, რადგან ძალიან კარგი „სტაფი” მუშაობს. ყოველდღე გულთბილ დამოკიდებულებას ვგრძნობ.

– რესტორანში სიმღერისას როგორი ატმოსფეროა, სცენაზე ცეკვისგან განსხვავებით?

– მგონია, რომ ჩვეულებრივად, შეჯიბრებაზე გავდივარ, რადგან სცენაზე ვდგავარ, ხალხისთვის ვმღერი, რათა ისიამოვნონ და მეგობრებთან ერთად, ლამაზი საღამო გაატარონ. ძალიან მსიამოვნებს, რომ ხალხს მოსწონს, რასაც ვაკეთებ… ასეთმა აზრებმა გაიჟღერა: – შენ, მზიამ, რესტორანში როგორ უნდა იმღეროო? რატომ არ უნდა ვიმღერო, როცა 2 შვილის დედა ვარ? რომ დამჭირდეს, ქუჩაში გავალ და ხელსაც გავიწვდი, რათა შვილებს სახლში საჭმელი მივუტანო…

– რეალურად, ბევრი ცნობილი მომღერალი რესტორანში მღერის – ეს მათი შემოსავლის წყაროა. პირიქით, საინტერესო ისაა, მაღალი კონკურენციის ფონზე, ამ სფეროში დასაქმება როგორ მოახერხე?

– როდესაც მეგობრებმა სამსახურის საძებნელად წამიყვანეს, ჯერ ერთ რესტორანში შევედით, სადაც გვითხრეს, – ვაიმე, მომღერალი გვყავს, მაგრამ მოდი, მენეჯერს გავესაუბრებით, თქვენნაირი გოგო როგორ უნდა გავუშვათო? რაკი მომღერალი უკვე ჰყავდათ, უარი ვუთხარი, – ეს უკვე კოლეგიალურობის, სხვისი შრომის პატივისცემის თემა იყო – ადამიანი მთელი ღამე მუშაობს, რომ ოჯახში რამე მიიტანოს… მეორე რესტორანში როგორც კი შევედით, მენეჯერი გულთბილად შეგვხვდა. მითხრა, – ძალიან ნაცნობი სახე გაქვთო. ჩემმა მეგობარმა მაშინვე წამოიყვირა, – ეს ის არის, რომ ცეკვავს, ჩვენი სიამაყე. გვინდა, შემოგთავაზოთ წამყვანის ან თუნდაც, მომღერლის ამპლუაშიო! – კი, ვიცით, რომ უმაგრესად ცეკვავ, მაგრამ მღერიო?! – მკითხა გაკვირვებულმა მენეჯერმა. – ახლავე სცენაზე ავა და იმღერებსო, – უპასუხა ჩემმა დაქალმა. მაშინვე სცენაზე ამიშვეს, მიკროფონი ხელში ავიღე და ჩემი საყვარელი სიმღერა – „იები“ შევასრულე. სიმღერის დასრულების შემდეგ მითხრეს, – ამ რესტორნის მეორე ფილიალში გელოდებიან. შეგიძლია, მიხვიდე და მუშაობა დაიწყოო. ასევე, იქ არაჩვეულებრივი გოგონა – თამუნა არის, ვისთან ერთადაც ვმღერი. ორივე ერთად ვცდილობთ, სტუმრებს ლამაზი საღამოები მოვუწყოთ.

– სტუმრები გცნობენ?

– ზოგი – კი, ზოგი – არა. ზოგი ტელევიზორს საერთოდ არ უყურებს და არ იცის, “ცეკვავენ ვარსკვლავები” რა არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g