ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლში პოლიციაა მობილიზებული. ამ დროისთვის, უცნობია, რა სახის საპოლიციო მოქმედებები მიმდინარეობს მის სახლში.
თავდაპირველად აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დოდი ხარხელის მეუღლემ, ლევან წიკლაურმა გაავრცელა სოციალურ ქსელში.
ახლობლების, რომლებიც აქტივისტის სახლთან არიან შეკრებილები, ამბობენ, რომ დოდი ხარხელი პოლიციამ საბავშვო ბაღთან გააჩერა მას შემდეგ, რაც მცირეწლოვანი შვილი ბაღში დატოვა, პოლიციის ავტომობილში ჩააჯინა და სახლი წაიყვანა.
როგორც ადგილზე მობილიზებული მოქალაქეები აღნიშნავენ, სამართალდამცავებმა დოდი ხარხელი სახლში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს.