შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დაკავებული არ არის და საგამოძიებო მოქმედებები ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს“. ამის შესახებ „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს.
აქტივისტ დოდი ხარხელის სახლში პოლიციაა მობილიზებული – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
„ფორტუნა“ მეტი დეტალის გარკვევას შსს-თან დაკავშირებას ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზეა საუბარი, თუმცა არსებული ცნობით, საუბარი შესაძლოა მისი ყოფილი მეუღლის, უჩა აბაშიძის საქმეზე იყოს.
სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა საპოლიციო მანქანაში ჩასვეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მას რამდენიმე სამართალდამცავი ხვდება და წინააღმდეგობის მიუხედავად, საბოლოოდ, აქტივისტი მიჰყავთ.
თავის მხრივ, ხარხელის ახლობლების თქმით, სამართალდამცველები აქტივისტის ბინაში ჩხრეკას ატარებენ. მათ საცხოვრებელი კორპუსის შიგნით შესვლის საშუალება არ ეძლევათ.