LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამი სუბიექტია – ჯანელიძე, ხიდაშელი და „გირჩი“, მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილსა და ფორმატს“ – პრემიერი საჯარო დისკუსიაზე

461
პრემიერი საჯარო დისკუსიაზე

„ჩემი მიდგომა არის ასეთი – სამი სუბიექტია – ჯანელიძე, ხიდაშელი და „გირჩი“ – შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილსა და ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთლიანობაში მეორე მხარეს 11-12 ადამიანი უნდა წარმოადგენდეს.

კობახიძის განცხადებით, საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდება:

„ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ ოფიციალურ განცხადებას, სადაც შეგვიძლია მათ შევთავაზოთ კონკრეტული დრო და ფორმატი. ჩემი მიდგომა არის ასეთი – სამი სუბიექტია – ჯანელიძე, ხიდაშელი და „გირჩი“. მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილსა და ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია, რაც უკავშირდება მთელი ამ 4 წლის გამავლობაში მიმდინარე მოვლენებს“,- განაცხადა კობახიძემ.

„მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ამ ადამიანების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, მზად ვართ დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში“ – კობახიძე ჯანელიძესა და ხიდაშელზე

მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, როგორია მისი პოზიცია მიხეილ ჯანელიძისა და თინათინ ხიდაშელის მხრიდან საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის „გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები „სხვანაირად გაიგო“, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დისკუსიის მზადყოფნა გამოთქვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g