LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

688
Capture

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) მიერ დეკლარირებულ, განუხრელად დაცულ და საქმით დამტკიცებულ ღირებულებათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აკადემიური, პროფესიული და კვლევითი თანამშრომლობის ინტერნაციონალიზაციაა.

ამის დასტურია თსსუ-ის 120-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტი და კლინიკა მსოფლიოს 40 ქვეყანაში, სამი ათასზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი მსოფლიოს 84 ქვეყნიდან, რამდენიმე საგანამანთლებლო პროგრამა უცხოელ პარტნიორებთან ერთად და/ან მათი აქტიური ჩართულობით, სტუდენტებისა და პერსონალის მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში.

უნივერსიტეტის არჩევანი თავისუფლებისა და განვითარების ვექტორია, მისი თანამშრომლებისა და სტუდენტების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად პროფესიული განვითარების გზაზე. თავისუფლება და ღირსება კი, უპირველესად, ნიშნავს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, მაღალ პროფესიონალიზმს, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას, პროფესიული ეთიკის პრინციპების და პასუხისმგებლობის განუხრელ დაცვას.

„ტრადიციებით მომავლისკენ“ – ეს თსსუ-ის არამხოლოდ დევიზი, არამედ განვითარების ფორმულაა. დიახ, ჩვენი ტრადიციები ევროპულია, მომავალში კი თავს ვხედავთ ევროპული ოჯახის ღირსეულ წევრად. დიახ, ევროპული ინტეგრაცია არის ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარების, განათლების, ჯანდაცვის და სხვა საზოგადოებრივი სიკეთეების განვითარების გზა, განმტკიცებული საქართველოს კონსტიტუციით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g